ვინ ვართ ჩვენ?
„Ceramico"-ს ისტორია 2014 წელს იწყება, ამ პატარა თიხის საამქროდან, რომელიც განლაგებული იყო სულ რაღაც 170 კვადრატში და კოლექტივი შეადგენდა ხუთ ადამიანს. მიუხედავად ბევრი სირთულეებისა, რომელიც არაერთხელ იყო წლების მანძილზე წარმოქმნილი, თითოეული თანამშრომლის უდიდესი ძალისხმევის და თავდაუზოგავი შრომის შედეგად, იქმნებოდა მრავაფლეროვანი კერამიკული ღვინის ბოთლები და ათწლეულის თავზე საკუთარი საწარმოს მშენებლობასაც ჩაეყარა საფუძველი, სადაც დღეს საუკეთესო გუნდია შეკრებილი, საყვარელი საქმის გარშემო. მისი დამუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პროფესიით რეკლამის სპეციალისტი ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ ამ სფეროს გარდა, სხვა სრულიად განსხვავებული საქმის კეთებას დაიწყებდა.
„თიხასთან მუშაობამ მასწავლა არასოდეს დანებება და ბოლომდე ბრძოლა, იმისთვის რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია."
თიხის მრავალფეროვნება და სიღრმე, ძალზედ მიმზიდველი აღმოჩნდა, თავისი გამოწვევებით და სირთულეებით. ის, თავისი წარმომავლობოთ უძველესი და ძალიან საინტერესო დარგია, თიხამ გაუძლო ათსწლეულებს და არაერთი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნა თავისი უნიკალურობა. მოთხოვნა თიხის ნაწარმზე დღესაც აქტუალურია, ბევრ სფეროში. თიხის ჭურჭელს განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ მეღვინეობაში.
ჩვენი წარმოება დაკომპლექტებულია საუკეთესო კოლექტივით. ათი წლის მანძილზე ერთგული კლიენტის სახით შევიძინეთ ბევრი მეგობარი. საამაყოა თანამშრომლობა ღვინის კომპანიებთან, რომლებიც პოპულარულები არიან არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.
ღვინის სასმისის გარდა, 2020 წლიდან დავმატეთ ახალი მიმართულებები — დავიწყეთ მუშაობა თეთრ თიხაზე, ვამზადებთ ულამაზეს ნაკეთობებს, ვმუშაობთ ინდივიდუალურ შეკვეთებზე. ასევე ვამზადებთ საყვავილეების ნაირსახეობას. ჩვენი ქოთნებით ვალამაზებთ მარკეტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
საოცარი ძალა აქვს თიხას — გაძლიერებს, გმუხტავს. თიხამ გვასწავლა ერთმანეთის გატანა და ერთ ოჯახად ვიქეცით. სიყვრულით შექმნილი ნივთი სულ სხვა ძალის მატარებელია.
კოლექცია →