კ ე რ ა მ ი კ ო

ვინ ვართ ჩვენ?

„Ceramico“-ს ისტორია 2014 წელს იწყება, ამ პატარა თიხის საამქროდან, რომელიც
განლაგებული იყო სულ რაღაც 170 კვადრატში და კოლექტივი შეადგენდა ხუთ ადამიანს.
მიუხედავად ბევრი სირთულეებისა, რომელიც არაერთხელ იყო წლების
მანძილზე წარმოქმნილი, თითოეული თანამშრომლის უდიდესი ძალისხმევის და
თავდაუზოგავი შრომის შედეგად, იქმნებოდა მრავაფლეროვანი კერამიკული
ღვინის ბოთლები და ათწლეულის თავზე საკუთარი საწარმოს მშენებლობასაც
ჩაეყარა საფუძველი, სადაც დღეს საუკეთესო გუნდია შეკრებილი, საყვარელი საქმის გარშემო.
მისი დამუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პროფესიით რეკლამის
სპეციალისტი ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ ამ სფეროს გარდა, სხვა სრულიად
განსხვავებული საქმის კეთებას დაიწყებდა.
„გარკვეულ მომენტებში მეგონა ვერც გავუმკლავდებოდი ამ მასშტაბის საქმეს,
მაგრამ თიხასთან მუშაობამ მასწავლა არასოდეს დანებება და ბოლომდე ბრძოლა,
იმისთვის რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მეტიც, დღევანდელი გადმოსახედიდან,
მგონია რომ ეს ის საქმეა რაც,
ძალიან მიყვარს და ყველაზე კარგად გამომდის.“- ამბობს ის.

თიხის მრავალფეროვნება და სიღრმე,  ძალზედ მიმზიდველი აღმოჩნდა, თავისი
გამოწვევებით და სირთულეებით.  ის,   თავისი წარმომავლობოთ უძველესი და ძალიან
საინტერესო დარგია , თიხამ გაუძლო ათსწლეულებს
და არაერთი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნა  თავისიუნიკალურობა.
მოთხოვნა თიხის ნაწრმზე დღესაც აქტუალურია, ბევრ სფეროში. თიხის ჭურჭელს 
განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ მეღვინეობაში.
ჩვენი წარმოება დაკომპლექტებულია საუკეთესო კოლექტივით რაც საშუალებას
გვაძლევს ვაწარმოოთ ხარისხიანი პროდუქცია. ათი წლის მანძილზე  ერთგული
კლიენტის სახით შევიძინეთ, ბევრი მეგობარი. საამაყოა თანამშრომლობა ღვინის
კომპანიებთან, რომლებიც პოპულარულები არიან არა მარტო საქართველოში არამედ,
ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. გვიხარია რომ ჩვენი პროდუქცია კონკურენტუნარიანია და
ადგილს იკავებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის , მაღაზიის დახლებზე.
ღვინის სასმისის გარდა , 2020 წლიდან დავმატეთ ახალი მიმართულებები, დავიწყეთ მუშაობა 
თეთრ თიხაზე და  ვამზადებთს ულამაზეს ნაკეთობებს, ვმუშაობთ ინდივიდუალურ შეკვეთებზე.
ასევე ვამზადებთ საყვავილეების ნაირსახეობას, სხვადასხვა თიხით. ჩვენი
ქოთნებით ვალამაზებთ მარკეტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ამ საქმეში, ყველაზე საინტერესო და მომხიბვლელი - ახალ და საინტერესო ხალხთან ურთიერთობაა.
ვფიქრობ, ჩვენს კოლექტივში  საუკეთესონი არიან შეკრებილნი.
საოცარი ძალა აქვს თიხას, გაძლიერებს, გმუხტავს და მუშაობის პროცესიც ერთიანი და ჰარმონიულია.
თიხამ გვასწავლა ერთმანეთის გატანა და ერთ ოჯახად ვიქეცით. ერთად
ვსწავლობთ, ერთმანეთს ვწვრთნით და გვერდში ვუდგავართ. ვცდილობ, მაქსიმალურად
თავისუფალი და მეგობრული ატმოსფერო შევქმნა ჩვენს პატარა ოჯახში, 
ჩვენი ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზეა აგებული. სიყვრულით შექმნილი ნივთი სულ
სხვა ძალის მატარებელია. გვაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ჩვენი  კეთილშობილი
საქმიანობით თუნდაც  პატარა,  მაგრამ სასარგებლო წვლილი შეგვაქვს ქართული წარმოების განვითარებაში.”